რელიგია
ილია მეორე: „ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობისას ქვეყანა ძლიერი იყო“

patr2თბილისი, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

პატრიარქმა მრევლს ერთობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ერთობით მიღწეული ქვეყნის ძლიერების მაგალითი საქართველოს ისტორიას მრავლად აქვს. „მაშინ, როცა ხელისუფლება და ეკლესია ერთად იყო, ქვეყანა ძლიერი იყო. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის უთანხმოების დროს კი ქვეყანა უძლურდებოდა“, – ბრძანა უწმიდესმა.