პოლიტიკა
„ეს ამ რანგში აპატურაის მეორე ვიზიტია საქართველოში. ჩვენ მოხარული ვართ ამ ფაქტის გამო. ამას აღვიქვამთ, ერთი მხრივ, როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერად, მეორე მხრივ კი - ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ინტერესად. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი“, - განაცხადა კალანდაძემ.
ვიზიტის ფაგლებში ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას და საგარეო საქმემთა სამინისტროს წარმომადგენლებს.