რელიგია
ილია მეორე სტამბულში მიემგზავრება

katalikos-patrთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად დღეს სტამბულში გაემგზავრა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქი სტამბულში მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოს პირველის აღსაყდრების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

იუბილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები დაესწრებიან, მათ შორის, საქართველოდან.