სამართალი
ლევან მდინარაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

djremboთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის, მეგობარი ლევან მდინარაძე (DJ რემბო) სასამართლო დარბაზიდან გირაოს სახით 10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რომლის გადასახდელად მას 45-დღიანი ვადა აქვს.

გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

მდინარაძის ადვოკატ შალვა თადუმაძის განცხადებით,  მდინარაძე დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც ცნობილია, ლევან მდინარაძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 7 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.