საზოგადოება
შეხვედრა „ჯაზუში“

jazuთბილისი, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ „ჯაზუში“ (მისამართი: იონა ვაკელის 18, რესპუბლიკური საავადმყოფოს წინამდებარე მოედანი) დღეს, 16.00 საათზე, სამოქალაქო ძალთა ერთობის ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც გავრცელდება მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი დღეს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები, 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიის წარმომადგენლები.