საზოგადოება
საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება

amindiiთბილისი, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება. უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში კი მოთოვს.
საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 10-გრადუსით დაეცემა, აღმოსავლეთში კი – 8 გრადუსით.
თბილისში უამინდობა დღის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი. დაუბერავს დასავლეთის ძლიერი ქარი და იწვიმებს. 21 ოქტომბრიდან კი ისევ გამოიდარებს.