პოლიტიკა
თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში შესაძლო საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა „REUTERS“-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ახალი ფრაგმენტიც დღეს გავრცელდა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, სტრუქტურული ცვლილებები მოსალოდნელია, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ადგილებზე მუშაობას გააგრძელებს. „საშუალო რგოლი, მაგალითად, მინისტრების მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები ან რიგითი თანამშრომლები, რა თქმა უნდა, დღეს სამსახურში არიან და სხვა არჩევანი არ აქვთ. მათ შორის ბევრი სპეციალისტი და ბევრი პროფესიონალია. მე არ ვაპირებ სამინისტროების დარბევას, დაშლას და დანგრევას. მოხდება რეკონსტრუქციები და გარდაქმნები, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა თავის ადგილებს შეინარჩუნებს“, – განაცხადა ივანიშვილმა.