საზოგადოება
ალასანია: „ნაციონალები“ ოპოზიციაში გადმობარგებისთვის ემზადებიან“

alasaniaaaaთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, ფლობს გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონებში ოპოზიციურ ბანაკში გადმობარგებისთვის ემზადებიან.

„მოგვდის ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მეორე და მესამე ეშელონში უკვე დიდი ამბებია, მიმდინარეობს მზადება იმისთვის, როგორ გადმობარგდნენ სახელისუფლებო ბანაკიდან ოპოზიციაში. ეს ბუნებრივი პროცესია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება, როცა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა ჩნდება“, – აცხადებს ალასანია.

რაც შეეხება უშუალოდ ხელისუფლების ძირითად გუნდს, ალასანიას თქმით, „იმ ხუთ-ექვს კაცში, რომლებიც რეალურად მართავენ ქვეყანას, ჯერჯერობით ბზარს ვერ ხედავს“. „გადაწყვეტილებას მხოლოდ რამდენიმე კაცი იღებს. მათ შორის ივანიშვილის ფაქტორი ბზარს ვერ შეიტანს, რადგან ამ ადამიანებს აერთიანებთ საერთო დანაშაულის განცდა და იციან, რომ ერთის ჩაძირვა ყველას ჩაძირვას ნიშნავს“, – აღნიშნავს ოპოზიციონერი ლიდერი.