პოლიტიკა
ივანიშვილი - „Reuters”: „რუსეთმა არნახული აგრესია გამოავლინა“

ivanaaaaთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ოკუპაციის თემაზე ბიძინა ივანიშვილმა „REUTERS“-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომლის ახალი ფრაგმენტი დღეს გავრცელდა. ბიზნესმენის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელ ქმედებას რუსეთის მხრიდან  კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება დახვდა“.

„რუსეთმა საშინელი აგრესია გამოამჟღავნა აგვისტოს მოვლენების დროს და, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს ოკუპირებულია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვერ გავექცევით და იძულებული ვიქნებით, დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება რუსეთთან, რაშიც მე დიდი იმედი მაქვს, რომ შესატყვის პოზიციას დაიჭერს როგორც ამერიკა, ისე ევროპა“, – განაცხადა ივანიშვილმა.