პოლიტიკა
ივანიშვილი - „Reuters”: „საქართველომ თავისი ადგილი უნდა იპოვოს გლობალურ პოლიტიკაში“

bidzina_ivanishvili12თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „REUTERS“ დღეს ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ახალ ფრაგმენტს აქვეყნებს, რომელშიც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად ბიზნესმენი ქვეყნის განვითარებასა და გლობალურ პოლიტიკაში საქართველოს ადგილზე საუბრობს.

როგორც ივანიშვილი აცხადებს, „საქართველომ უნდა მოახერხოს და იპოვოს საკუთარი ადგილი გლობალურ პოლიტიკაში“.

„მე უკვე დავიწყე მუშაობა საქართველოში არსებულ ექსპერტთა ჯგუფებთან არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ მთლიანად საქართველოს მომავალი განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის. მათთან ერთად მივაღწევ იმას, რომ მოვძებნოთ ოპტიმალური გზა საქართველოს განვითარებისა, მათ შორის, გლობალურ პოლიტიკაში, ისევე, როგორც შიდა პოლიტიკასა და ეკონომიკაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.