საზოგადოება
სამოქალაქო ძალთა ერთობის მიმართვა საქართველოს საზოგადოებას

BID2თბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველი მეცენატის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისგან მყისიერი პოლიტიკური დევნა მოჰყვა.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც ბიზნესმენსა და მეცენატს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის, არაერთი მოქალაქისთვის, კულტურის, განათლებისა და ქართული სპორტის გადარჩენისთვის უდიდესი ქველმოქმედება აქვს გაწეული, ხელისუფლებამ  კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის უფლება ჩამოართვა.

სამოქალაქო საზოგადოება აღშფოთებით შეხვდა ბიძინა ივანიშვილზე ხელისუფლებისა და ფსევდოოპოზიციის მიერ განხორციელებულ გააფთრებულ შეტევას, რაც ახალ პოლიტიკურ ოპონენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დევნის ჩვეულ მეთოდში გამოიხატა. ხელისუფლება ამით არ დაკმაყოფილდა და ახლა ოჯახსა დაქართუ ბანკზეპირდაპირი რეპრესიული შეტევა დაიწყო. ფულის გათეთრების საბაბით დაკავებულ იქნა საინკასაციო მანქანის თანამშრომლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ კი ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან დეპორტაციის საკითხიც გახმიანდა. დაკავებულ იქნა ბერა ივანიშვილის მეგობარი, სარეკლამო რგოლის დი-ჯეი ლევან მდინარაძე, რომელსაც ნარკოიკების მოხმარება-გასაღების ნაციონალებისთვის აპრობირებული მუხლი მიუყენეს.

სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, ხმა აღიმაღლოს  სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დააფიქსიროს ღია პროტესტი და გამოხატოს სამოქალაქო პოზიცია, რათა გამოჩენილ მეცენატს, მამულიშვილს, გამორჩეულ ქართველს და მის ოჯახს დაუბრკოლებლად მიეცეს თავის სამშობლოში დამოუკიდებელი მოღვაწეობის შესაძლებლობა და აღუდგეს მას კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლება. ამასთან, მოვუწოდებთ პრეზიდენტს გონიერებისკენ, რათა გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოება გამოიყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ  ყველა კანონიერ უფლებას, რათა დაიცვას ღირსეული მამულიშვილი და მოგვეცეს შესაძლებლობა, საზოგადოებამ თავად გააკეთოს ღირსეული არჩევანი.  ასევე, მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ყურადებით დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარ მთავრობებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

1. სამოქალაქო მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“;

2. ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“;

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;

4. საქართველოს პედაგოგთა ასოციაცია;

5. „კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“;

6. საქართველოს მედიკოსთა დაცვის ლიგა;

7. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია და პროგრესი“;

8. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი ეკონომიკური გარემოსთვის“

9. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი საქართველო“;

10. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი არჩევანი“;

11.ეკომიგრანტთა საერთაშორისო ასოციაცია ,,ხიხანი აშბა“

12. შერვაშიძეების საგვარეულო სახლი;

13. დადიანების საგვარეულო სახლი;

14. მოძრაობა „ქალთა ლაშქარი“;

15. უსამართლოდ დათხოვნილ სახელმწიფო მოხელეთა კავშირი;

16. არასამთავრობო ორგანიზაცია „თირკმელი სიცოცხლეა“;

17. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული სახელმწიფოსათვის“;

18. ვეტერან სპორტსმენთა კავშირი;

19. ვეტერან მებრძოლთა კავშირი;

20. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი;