საზოგადოება
საქართველოს საგარეო ვაჭრობა სამ კვარტალში
vaWrobaთბილისი, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი ატყობინებს საქინფორმს, 2011 წლის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6 481 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 552 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი – 4 929 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-სექტემბერში 3 377 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ ეს არის საგარეო ვაჭრობის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემები, ხოლო დაზუსტებულ მაჩვენებლებს საქსტატი 24 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.