დაკავება თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით
თურქეთი, 19 ოქტომბერი,
საქინფორმი. პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთის ქალაქ ალა ბურსაში ხუთი ქალი დააკავეს. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულები არალეგალურ საქმიანობაში ჩაითრია. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ის დანარჩენ დაკავებულებს ფულადი ანაზღაურების სახით 50 თურქულ ლირას შეჰპირდა, თუმცა დაპირებული თანხა აღარ გადაუხადა. არალეგალების დეპორტაცია თურქეთმა უკვე მოახდინა, საქართველოს მოქალაქის საქმეს კი ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ქალბატონების თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. სექტემბერში მსგავს ფაქტზე სამი ქართველი ქალი აიყვანეს.