სამართალი
კალმახელიძემ საკუთარი ნათესავი სამსახურიდან დაითხოვა

kalmaxa_2თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი მაია ბენია თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ბენიას გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით მინისტრის უკმაყოფილება გახდა.

ბენიას მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს კალმახელიძის უწყებაშიც ადასტურებენ, თუმცა პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მან თანამდებობა ნებაყოფლობით, პირადი მიზეზით დატოვა.

საქინფორმის წყაროს ინფორმაციით კი, ბენია, რომელიც მინისტრის ახლო ნათესავია, კალმახელიძის უშუალო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება მის შემცვლელს, მინისტრმა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად თემურ მუხაძე დანიშნა, რომლის შესახებაც სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება.