საზოგადოება
59 000 000 $ სექტემბერში რუსეთიდან

gzavnili_photoთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. 2011 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 168.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.6 მილიონი აშშ დოლარით (27.6 მილიონი  ლარით), ანუ 19.5 პროცენტით მეტია 2010 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის სექტემბერშიც მთელი ფულადი გზავნილების 91 პროცენტი იმავე 10 ქვეყანაზე მოდიოდა.

სექტემბერში გზავნილების 58,2 პროცენტი – 59,036 მლნ დოლარი, საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. ეს თითქმის 9,5 მლნ დოლარით მეტია გასული წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

2011 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.4 მილიონი აშშ დოლარი (12.3 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.2 მილიონ აშშ დოლარისა (13.3 მილიონი ლარი) გასული წლის სექტემბერში.