პოლიტიკა
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ჩამოვიდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ესტონელი დიპლომატი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას.შეხვედრებზე საუბარი საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი და მრავალმხმრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს შეეხება.
ურმას პაეტი თბილისიდან 19 ოქტომბერს გაემგზავრება.