სამართალი
თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შვილის – ბერა ივანიშვილის ინფორმაციით, გუშინ, საღამოს, დააკავეს ცნობილი DJ ლევან მდინარაძე (DJ Rembo), რომელიც „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა.
„ვერ შევჩერდებით, მთელი თაობა მოგვყვება!“, – წერს „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი. მდინარაძის დაკავებასთან დაკავშირებით საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ „მდინარაძის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს“.