საზოგადოება
„ფორუმელები“ და ივანიშვილი თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

sanikidze-gubaziთბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, „ფორუმი“ ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლებს.

მისი თქმით, სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე „ეროვნული ფორუმი“ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. თუმცა სანიკიძემ განმარტა, რომ ერთობლივი ბლოკის შექმნაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.

სანიკიძის განცხადებით, „ეროვნული ფორუმი“ ივანიშვილთან შეთანხმდა იმაზეც, რომ პარტიის წევრი ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფში“ დაიწყებს მუშაობას.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაში, გუბაზ სანიკიძის გარდა, კახა შარტავა, რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.