მოკლედ, დღეს რომაა ატეხილი, ასეთი ფორიაქი ნამდვილად არ ახსოვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ბიძინა ივანიშვილის მართლაც სენსაციური განცხადების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა მომავლის იმედი დაკარგა, მეორე ნაწილი კი პირიქით, _ დიდი იმედით შესცქერის მომავალს, ეიფორიაში იმყოფება და იმედის თვალით იყურება ზეცისაკენ, საიდანაც მალე მწვანე ასდოლარიანებმა უნდა დაიწყოს ცვენა!
ფული... ფული... ფული...
დიდი ფულის სუნი დატრიალდა ირგვლივ, რადგან ზოგიერთი (ფულზე გაწუწკებული და არცთუ დიდი შრომისმოყვარეობით გამორჩეული) ქართველი პოლიტიკოსისათვის მაგიადქცეულ სიტყვა „მილიარდერთან“ თანამშრომლობა თავისთავად ასოცირდება უზრუნველ შემოსავლებთან, რაც, ასევე, თავისთავად ნიშნავს ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებას, ფეშენებელურ ვილებსა და ავტომანქანებს, რესტორნებსა და გაუთავებელ „ველიკოსვეტსკურ“ რაუტებს, მსოფლიოს ცნობილ კურორტებზე განცხრომით დასვენებას, მოკლედ, ყოველნაირ ამქვეყნიურ სიკეთეს! მაგრამ, ერთი ახლა იმ მილიარდერსაც ჰკითხეთ, რომელიც დიდი შრომის ფასად აკოწიწებდა საკუთარ აქტივებს: ემეტება კი ასე ჰაიჰარად მისაცემად უსაქმური და უავტორიტეტო პოლიტიკოსებისათვის ოფლითა და მძიმე გარჯით მოპოვებული კაპიტალი?მაგრამ ეს ახლა არავის ადარდებს, პოლიტიკოსებისათვის მთავარია, სარფიანად მიეყიდონ პოლიტიკაში ახალმოსულ მილიარდერს და სხვა არაფერი აინტერესებთ. თანაც, კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული და ქონება დღეს სხვა ქართველ ბიზნესმენს არ გააჩნია, თორემ ასე არ იჩქარებდნენ და მისწრებაზე არ ირბენდნენ...
ასე რომ არ იყოს, როგორ შეიძლება, რომ გამჭრიახმა პოლიტიკოსმა წამიერად გადაწყვიტოს იმ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანება, რომელსაც ჯერ საბოლოოდ არც კი გაუჟღერებია საკუთარი პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რას მოიმოქმედებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რომელსაც ჯერ საერთოდ არ უხსენებია აფხაზეთი და სამაჩაბლო, არ უთქვამს, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს მეგრელებისა და სამეგრელოს მიმართ, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით წაიყვანს საქართველოს, რა პოლიტიკას გაატარებს რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების მიმართ და სხვა უამრავი რამ, რითაც სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მოსვლის მსურველმა პრეტენდენტმა უნდა წარუდგინოს თავი ქვეყნის მოსახლეობას.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მოკალათებულ ბევრ პოლიტიკოსს სამშობლოს ბედზე მეტად საკუთარი კეთილდღეობა აწუხებს!
დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ მხოლოდ ძალები მოსინჯა პოლიტიკურ ასპარეზზე მოსასვლელად, საკუთარი პოლიტიკური ხედვები კი ჯერ არ გაუჟღერებია. მხოლოდ იმის სურვილი, რომ აშკარა ანომალიური გადახრების მქონე სააკაშვილი გააგდოს ვინმემ და მას ჩაენაცვლოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, საკმარისი და დამაჯერებელი ვერ იქნება ელექტორატისათვის! ჩვენ უკვე ორჯერ დავაბიჯეთ ფეხი ფოცხზე და მესამედ ასეთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ.
პირველად ფოცხზე ფეხი დავაბიჯეთ და ტარი მტკივნეულად მოგვხვდა თავში მაშინ, როცა ოვაციებით შევხვდით საქართველოს სათავეში შევარდნაძის მეორეჯერ მოსვლას, რაც მართლაც „მეორედ მოსვლად“ გადაგვექცა. მეორეჯერ კი ფოცხის ტარი მაშინ მოგვხვდა, როცა შევარდნაძემ ჩვეული თვალთმაქცობით „ვარდების რევოლუცია“ გაითამაშა და მისი პოლიტიკური არენიდან გადაშენებით გახარებულ ქართველ ხალხს „მემკვიდრედ“ და მისი ვერაგული საქმეების ერთგულ გამგრძელებლად მიხეილ სააკაშვილი შემოგვაჩეჩა. შედეგიც სახეზეა _ რაც სააკაშვილმა ქართველ ხალხს რვა წელიწადში ჭირი და უბედურება დაატეხა თავს, ალბათ, უკვე დაჩაჩანაკებული ედუარდ შევარდნაძე ამას ასი წლის განმავლობაში ვერ მოახერხებდა! ახლა კი, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისადმი ბრმა სიძულვილით რომ ვიხელმძღვანელოთ, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანა ახალი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს, რასაც საქართველო უკვე ნამდვილად ვეღარ გადაიტანს.
რაც შეეხება ქართულ პოლიტიკაში ახლად შემოსული პიროვნების, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სასწრაფოდ ალიანსირება ირაკლი ალასანიასა და „რესპუბლიკელებთან“ სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ეს პიროვნება, როგორც პოლიტიკური ლიდერი, თავისი მოღვაწეობით ქართულ ეროვნულ ფასეულობებზე იქნება ორიენტირებული. ამას, როგორც ამბობენ, დრო და მისი პოლიტიკური მიზნების გამომზიურება გვიჩვენებს.
ყველაზე დამაფიქრებელი კი ისაა, რომ პოლიტიკოსთა (მათ შორის, იოლად მოსასყიდელების) ამგვარი აღტყინება ხალხსაც გადაედო და უკვე მთელი საქართველო აფორიაქდა რაღაც გაურკვევლობის მოლოდინში. მოკლედ, სიტუაცია ისე აირია, როგორც ტოლსტოისეულ ობოლონსკების სახლში...
არა მგონია, რომ სწორედ ამას დაეფრთხო „ნაციონალთა“ გუნდი და მათი მეფუკა სააკაშვილი (ისე, დამფრთხალები კი არა, კარგა გვარიანად შეშინებულები რომ არიან, სახეებზე ეტყობათ). მათ სულ სხვა რამის ეშინიათ.
თუ გავითვალისწინებთ იმ სავალალო (რა თქმა უნდა _ ჩვენთვის) მდგომარეობას, რომ ქართული სახელისუფლებო ელიტა, ძირითადად, სომხებითაა დაკომპლექტებული, მაშინ სავსებით გასაგებია მათი უზომო შიშისფეთება. სომხებს არც ჭკვიანი კონკურენტების ეშინიათ და არც მათზე განათლებულების, რადგან სასურველ შედეგს ყოველთვის ფულის ხარჯვით აღწევენ. ამიტომ სომხებს, როგორც წესი, მხოლოდ მათზე უფრო ფულიანი ხალხის ეშინიათ, ზუსტად ისეთის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. მილიარდერის მართლაც უძირო ქისა მათ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს, რადგან თუ ისინი საარჩევნო ხმების მოსასყიდავად და გასაყალბებლად რამდენიმე მილიონ დოლარს გაიღებენ, ივანიშვილი მათზე ათჯერ მეტს დახარჯავს და არჩევნების გაყალბების საშუალებას მოუსპობს. ასეთ შემთხვევაში კი „ნაციონალები“ ახლად არჩეულ პარლამენტში არამცთუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებენ, არამედ საპარლამენტო უმცირესობასაც კი რის ვაი-ვაგლახით თუ გაიყვანენ, რაც მათი კრახის ტოლფასი იქნება. მათ შემდეგ, თვით ყველაზე ტოლერანტი პრეზიდენტის მოსვლაც კი, ნაციონალთა უმეტესობამ, მათ მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ავკაცობისათვის, ციხის კედლების ხეხვა რომ მოუწევთ, ისიც კარგად იცის და ამიტომაც ვერ ელევიან ცოცხალი თავით ძალაუფლებას!
აი, რის ეშინიათ დიქტატორობის ვირუსშეყრილ მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველთა გუნდს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს ქართველი ხალხის დასამონებლად და სანატრელად გაუხადეს მას ოდესმე ობიექტური არჩევნების ჩატარების საშუალება. ფულისადმი, და არა პოლიტიკური კონკურენციისადმი, მათი შიში იმითაც დასტურდება, რომ არავის გახსენებია ივანიშვილის ჯერარგაცხადებული პოლიტიკური პლატფორმა. მოქალაქეობაც საჩქაროდ ჩამოართვეს, მაგრამ რუსთაველის შეგონებას ვერ იხსენებენ (არ მგონია, წაკითხული ჰქონდეთ) იმის თაობაზე, რომ „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა...“
მოკლედ, დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი „ნაციონალებსა“ დანარჩენ საქართველოს შორის. ამის დასტურად თუნდაც ის არცთუ დიდი მოცულობის საგაზეთო პუბლიკაციაც კმარა, რომელიც ამასწინათ გამოქვეყნდა ქართულ მასმედიაში. საუბარია არცთუ დიდი მოცულობის მქონე წერილზე სათაურით „სამოქალაქო ძალთა ერთობის განცხადება“, რომელშიც ნათქვამია:
„რამდენიმე დღის წინათ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისა და პარტიის შექმნის თაობაზე სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისგან მყისიერი პოლიტიკური დევნა მოჰყვა.
ბიზნესმენსა და მეცენატს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის, არაერთი მოქალაქისთვის, კულტურისა და განათლების სფეროს გადარჩენისთვის უდიდესი საქმეები აქვს გაკეთებული, ხელისუფლებამ კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის უფლება ჩამოართვა, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოკალათებულ და რეჟიმთან დაახლოებულ არაერთ პირს სწორედ ორმაგი ან სამმაგი მოქალაქეობა აქვს მიღებული. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახაბერ ბენდუქიძე, ამჟამად აშშ-ში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის“ პრეზიდენტი ლადო გურგენიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ეკატერინე შარაშიძე და ასე შემდეგ.
სამოქალაქო საზოგადოება აღშფოთებით შეხვდა ბიძინა ივანიშვილზე სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ განხორციელებულ გააფთრებულ შეტევას და ახალ პოლიტიკურ ოპონენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ დევნის ჩვეულ მეთოდს.
ჩვენ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის ჩართვას აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, მის მოღვაწეობასა და მეცენატობას საქართველოს გადარჩენის საქმეში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა უმრავლესობა მოუწოდებს ქართველ საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს სააკაშვილის ტირანული და დიქტატორული რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებაზე, დააფიქსიროს პროტესტი და სამოქალაქო პოზიცია, რათა დიდ მეცენატს, მამულიშვილს, დიდ ქართველს დაუბრკოლებლად მიეცეს თავის სამშობლოში დამოუკიდებელი მოღვაწეობის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ აღუდგეს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლება...“
აღნიშნულ წერილს, რომელიც, თავიდან ბოლომდე სიმართლით გაჯერებული დოკუმენტია და სრულიად საქართველოს პროგრესული საზოგადოების სულისკვეთებას გამოხატავს, ხელს აწერს ოცი ცნობილი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია.
არ მინდა, რომელიმე სასიკეთოდ წამოწყებული საქმე გავთვალო, მაგრამ მაინც შეგახსენებთ _ ქართველები იმასაც ამბობენ – „მოჩქარეს მოუგვიანდესო“. ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხალხი ტყუვდება, როცა ბრძოლაში ხელმძღვანელობს მხოლოდ უნდობლობისა და წინააღმდეგობის პრინციპებით. უკვე დროა, ვიბრძოლოთ ნდობისა და თანხმობის პრინციპებით!“
ასე რომ, აჩქარება და სერიოზული გადაწყვეტილების ასეთი ფაცხაფუცხით მიღება არაფერში გვარგია, ჯობს, „ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ!“
როლანდ ჯალაღანია,
„ფაზისის“ აკადემიის ნამდვილი წევრი
P.S. შეიძლება ბიძინა ივანიშვილი შეგნებულადაც აგვიანებს თავისი პოლიტიკური მიზნებისა და სამოქმედო კონცეფციების გაჟღერებას, რადგან კარგად იცის, რომ კონკურენტთა პოლიტიკურ მოსაზრებებს ხელისუფლების მიმტაცებელი „ნაციონალები“ არაფრად აგდებენ და მხოლოდ არჩევნების გაყალბებით ინარჩუნებენ ძალაუფლებას. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ბატონმა ალექსანდრე ჭაჭიამ ჯერ კიდევ 2000 წელს შექმნა უნიკალური სახელმწიფო მნიშვნელობის ქარტია _ „საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია და ეროვნული იდეა“, რომელშიც მეცნიერულ დონეზე პუნქტობრივად იყო გაწერილი დიდ გასაჭირში ჩავარდნილი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისა და მისი შემდგომი განვითარების გზები. მაგრამ, ჯერ კორუფციის „დიდოსტატმა“, ამერიკას თავიან-ფეხიანად მიყიდულმა, დიდ ფულს დახარბებულმა ედუარდ შევარდნაძემ, შემდეგ კი მისი შავბნელი საქმეების „ღირსეულმა“ გამგრძელებელმა, ასევე, დიდ ფულსა და უსაქციელო დედაკაცებთან დროის ტარებას დახარბებულმა მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რადგან მათ ინტერესებში არასოდეს შედიოდა და არც შედის საქართველოს გამთლიანება, მისი ეკონომიკურად და სულიერად გაძლიერება და შემდგომი განვითარება!
ესეც უდავოდ გასათვალისწინებელია!