პოლიტიკა
ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისთვის – მომავალი, რომელიც დღეს იბადება

politicccთბილისი, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. 2012 წლის 1 იანვარს რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე იხსნება. ინტეგრაციული პროექტების თაობაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალურად გაზეთ „იზვესტიასთვის“ დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

2012 წლის 1 იანვარს სტრატს იღებს უმნიშვნელოვანესი ინტეგრაციული პროექტი – რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ერთიანი ეკონომიკური სივრცე. პროექტი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ისტორიულია არა მხოლოდ ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სახელმწიფოსთვის.

ამ ნიშნულამდე მიმავალი გზა იოლი არ იყო. ის დაიწყო ოცი წლის წინათ, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. დიდი ძალისხმევით შევძელით ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი ცივილიზებული, სულიერი ძაფების შენარჩუნება, სამრეწველო, ეკონომიკური და სხვა კავშირების შენარჩუნება, რომელთა გარეშეც ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია.

შეიძლება სხვადასხვაგვარად შეფასდეს დსთ-ის ეფექტურობა, უსასრულოდ ვიმსჯელოთ მის შიდა პრობლემებზე, არარეალიზებულ მოლოდინზე, მაგრამ ძნელია იმაზე დავა, რომ თანამეგობრობა რჩება პოზიციების დაახლოების, ერთიანი თვალთახედვის გამომუშავების და მისი ყველა მონაწილისათვის ხილული, კონკრეტული სარგებლის მომტან უცვლელ მექანიზმად.

უფრო მეტიც, სწორედ დსთ-ის გამოცდილებამ მოგვცა საშუალება, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისეთი ფორმატები შეგვექმნა, როგორიც რუსეთისა და ბელარუსის მოკავშირე სახელმწიფო, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა, საბაჟო კავშირი და, ბოლოს, ერთიანი ეკონომიკური სივრცეა.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ ეკონომიკური ზრდისთვის ახალი რესურსები ეძებნათ და ინტეგრაციულმა პროცესებმა დამატებითი მუხტი შეიძინა. ჩვენ ობიექტურად მივუდექით იმას, რომ სერიოზული მოდერნიზება განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორობაში როგორც დსთ-ში, ისე სხვა რეგიონულ გაერთიანებებში. და ყურადღების კონცენტრირება, პირველ რიგში, ვაჭრობასა და საწარმოო კავშირებზე მოვახდინეთ.

საუბარია ინტეგრაციის გადაქცევაზე მცნებად, რომელიც მიმზიდველი იქნება მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის. ეს უნდა გახდეს მდგრადი და ხანგრძლივი პროექტი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მიმდინარე პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა კონიუნქტურის ცვალებადობაზე.

საბოლოო ჯამში, სწორედ მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ლოგიკურობამ, საერთო სტრატეგიული ნაციონალური ინტერესების გააზრებამ მიიყვანა რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი საბაჟო კავშირის შექმნამდე...

ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და საკუთარ თავს ვუყენებთ ამბიციურ ამოცანას: გავიდეთ ინტეგრაციის ახალ, გაცილებით მაღალ დონეზე – შევქმნათ ევრაზიული კავშირი.

როგორ გვესახება ამ პროექტის პერსპექტივები და კონტურები?

ჯერ ერთი, საუბარი არაა იმაზე, რომ რაიმე სახით აღდგეს საბჭოთა კავშირი. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის რესტავრირების ან კოპირების მცდელობა, რაც უკვე წარსულში დარჩა, მაგრამ მჭიდრო ინტეგრირება ახალ ფასეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფუძველზე დროის მოთხოვნაა.

ჩვენ გთავაზობთ მძლავრი ნაციონალური გაერთიანების მოდელს, რომელსაც ექნება საშუალება, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ პოლუსად იქცეს და, ამავე დროს,  ეფექტიანი დამაკავშირებლის როლი შეასრულოს ევროპასა და დინამიკურ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის. ეს ნიშნავს, რომ საბაჟო კავშირისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის საფუძველზე აუცილებელია ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, სრულფასოვანი ეკონომიკური კავშირის შექმნა.

ბუნებრივი რესურსების, კაპიტალის, ადამიანური პოტენციალის გადანაწილება ევრაზიულ კავშირს ინდუსტრიულ და ტექნიკურ რბოლაში, ინვესტორების მოსაპოვებელ შეჯიბრში, ახალი სამუშაო ადგილების და მოწინავე წარმობების შექმნაში კონკურენტუნარიანს გახდის. და სხვა საკვანძო მოთამაშეებისა და რეგიონული სტრუქტურების – ევროკავშირის, აშშ-ის, ჩინეთის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის კვალდაკვალ ის გლობალური განვითარების მდგრადობას უზრუნველყოფს.

მეორეც, ევრაზიული კავშირი შემდგომი საინტეგრაციო პროცესების ცენტრის როლს შეასრულებს. ის ფორმირდება არსებული სტრუქტურების – საბაჟო კავშირის, ერთიანი ეკონომიკური სივრცის ნელ-ნელა შერწყმის საფუძველზე.

მესამე, არასწორი იქნებოდა ევრაზიული კავშირისა და დამოუკიდებელ თანამეგობრობათა კავშირის დაპირისპირება. ამ სტრუქტურებიდან თითოეულს თავისი ადგილი და როლი აქვს პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთი პარტნიორებთან ერთად აქტიურად იმუშავებს თანამეგობრობის ინსტიტუტების სრულყოფაზე.

კერძოდ, საუბარია დსთ-ში კონკრეტული, გასაგები, მიმზიდველი ინიციატივებისა და ერთობლივი პროგრამების დაწყებაზე... ჩვენ საბჭოთა კავშირისგან დიდი მემკვიდრეობა გვერგო. ეს არის ინფრასტრუქტურაც.

მეოთხე, ევრაზიული კავშირი გახსნილი პროექტია. ჩვენ მივესალმებით მასთან სხვა პარტნიორების და, პირველ რიგში, თანამეგობრობის ქვეყნების მიერთებას. ამასთან, არ ვაპირებთ, ვინმეს ვუბიძგოთ ან დავაჩქაროთ. ეს სახელმწიფოებისათვის საკუთარი გრძელვადიანი ნაციონალური ინტერესებით ნაკარნახევი სუვერენული გადაწყვეტილება უნდა იყოს.

აქ მინდა, შევეხო, ჩემი აზრით, ერთ ძალზე მნიშვნელოვან თემას. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობის სურვილის უქონლობას იმით ხსნის, რომ ეს თითქოსდა ეწინააღმდეგება მათ ევროპულ არჩევანს.

ვთვლი, რომ ეს მცდარი მიდგომაა. ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესგან გამიჯვნას და ვინმესთან დაპირისპირებას. ევრაზიული კავშირი უნივერსალურ ინტეგრაციულ პრინციპებზე აიგება, როგორც დიდი ევროპის თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო კანონების საერთო ფასეულობებით გაერთიანებული ნაწილი.

ჯერ კიდევ 2003 წელს რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირებაზე, ზენაციონალური სტრუქტურების შექმნის გარეშე ეკონომიკური მოღვაწეობის წესების კოორდინაციაზე. ამ იდეის განვითარების სახით ჩვენ ევროპელებს შევთავაზეთ, ერთად გვეფიქრა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ეკონომიკების ჰარმონიული საზოგადოების, თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და ინტეგრაციის უფრო მოწინავე ფორმების შექმნაზე; წარმოების, ტექნოლოგიის, ენერგეტიკის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში შეთანხმებული პოლიტიკის ფორმირებაზე; დაბოლოს, სავიზო ბარიერების მოხსნაზე. ეს წინადადებები ჰაერში არ გამოკიდულა – ევროპელი კოლეგები მათ დეტალურად განიხილავენ.

ახლა ევროკავშირთან დიალოგის მონაწილე გახდება საბაჟო, მომავალში კი ევრაზიული კავშირიც. ამრიგად, ევრაზიულ კავშირში შექმნა გარდა პირდაპირი ეკონომიკური სარგებელისა, მის ყველა მონაწილეს საშუალებას მისცემს, უფრო ძლიერი პოზიციით მოახდინოს ევროპაში ინტეგრაცია.

გარდა ამისა, ევრაზიული კავშირის ეკონომიკურად ლოგიკური და დაბალანსებული პარტნიორობის სისტემა და ევროკავშირი ერთად შეძლებენ, შექმნან საკუთარი კონტინენტის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონფიგურაციის შეცვლის რეალური პირობები და უდავოდ დადებითი გლობალური ეფექტი ექნებათ.

დღეს ნათელია, რომ 2008 წელს გაჩენილი მსოფლიო კრიზისი სტრუქტურული ხასიათისაა. ჩვენ ახლაც ვხედავთ მის მწვავე რეციდივებს. პრობლემის საფუძველი დაგროვილი გლობალური დისბალანსია. ამასთან, ძალზე რთულად მიდის გლობალური განვითარების პოსტკრიზისული მოდელების შემუშავების პროცესი.

ჩვენი შეხედულებით, გამოსავალი შეიძლება იყოს საერთო მიდგომების შემუშავება, როგორც ამბობენ, „ქვემოდან“; ჯერ – არსებულ რეგიონულ სტრუქტურებში, შემდეგ კი – დიალოგის გზით მათ შორისაც.

აღვნიშნავ, რომ რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კავშირის ფორუმზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ ვლადივოსტოკში გაიმართება, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ვაჭრობის ლიბერალიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის გზაზე ბარიერების მოხსნის თემები. ამასთან, რუსეთი საბაჟო კავშირისა და ერთიანი სავაჭრო ზონის ყველა მონაწილის შეთანხმებული ინტერესებისთვის იბრძოლებს.

ამრიგად, ჩვენი ინტეგრაციული პროექტი ხარისხობრივად ახალ დონეზე გადის, ქმნის ფართო პერსპექტივებს ეკონომიკური განვითარებისათვის, აჩენს დამატებით კონკურენტულ უპირატესობებს. ძალისხმევათა ამგვარი გაერთიანება საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ მოვერგოთ გლობალურ ეკონომიკასა და სავაჭრო სისტემას, არამედ რეალურად მივიღოთ მონაწილეობა თამაშის წესების დამდგენელი და მომავლის კონტურების განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღებაში.

დარწმუნებული ვარ, ევრაზიული კავშირის შექმნა, ეფექტიანი ინტეგრაცია არის ის გზა, რომელიც მის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, ღირსეული ადგილი დაიკავონ XXI საუკუნის რთულ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყნებს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შევიდნენ გლობალური ზრდისა და ცივილიზებული პროგრესის ლიდერების რიცხვში, მიაღწიონ წარმატებასა და აყვავებას.

 

http://www.izvestia.ru/news/502761