სამართალი
დევნილების ფართომასშტაბიანი გამოსახლება იგეგმება

deviniebi33თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილების გამოსახლებას, არც მეტი, არც ნაკლები, 180 ობიექტიდან გეგმავს. წყაროს ინფორმაციით, გამოსახლების პროცესი ეტაპობრივად  წარიმართება, რათა ამას დევნილთა მხრიდან ერთიანი პროტესტი არ მოჰყვეს.

საკითხის დეტალების გასარკვევად საქინფორმი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, სუბელიანის უწყება ამჯერადაც დუმს და აღნიშნულზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს.

სამინისტროს დუმილი კი გავრცელებულ ინფორმაციას უფრო საფუძვლიანს ხდის. „გამოსასახლებელი ობიექტების სია არსებობს, მით უმეტეს, რომ დაკანონების პროცესი ისევ შეჩერებულია, რა თქმა უნდა, სამინისტრო ყოველივე ამას უარყოფს, მაგრამ ფაქტია ის, რომ სია ნამდვილად არსებობს“, – განცუცხადა საქინფორმს წყარომ.