სამართალი
სამოქალაქო ძალთა ერთობის განცხადება

biz1თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინათ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საქართველოში პოლიტიკური აქტიურობის დაწყებისა და პარტიის შექმნის თაობაზე, სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმისგან მყისიერი პოლიტიკური დევნა მოჰყვა.

ბიზნესმენსა და მეცენატს, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისთვის, არაერთი მოქალაქისთვის, კულტურისა და განათლების სფეროს გადარჩენისთვის უდიდესი საქმეები აქვს გაკეთებული, ხელისუფლებამ კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის უფლება ჩამოართვა, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მოკალათებულ და რეჟიმთან დაახლოებულ არაერთ პირს სწორედ ორმაგი ან სამმაგი მოქალაქეობა აქვს მიღებული. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახაბერ ბენდუქიძე, ამჟამად აშშ-ში საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის“ პრეზიდენტი ლადო გურგენიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი  ხელმძღვანელი  ეკატერინე შარაშიძე და ასე შემდეგ.

სამოქალაქო საზოგადოება აღშფოთებით შეხვდა ბიძინა ივანიშვილზე სახელისუფლებო ტელევიზიების მიერ განხორციელებულ გააფთრებულ შეტევას და ახალ პოლიტიკურ ოპონენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ დევნის ჩვეულ მეთოდს.

ჩვენ მივესალმებით ბიძინა ივანიშვილის ჩართვას აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, მის მოღვაწეობასა და მეცენატობას საქართველოს გადარჩენის საქმეში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა უმრავლესობა მოუწოდებს ქართველ საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს  სააკაშვილის ტირანული და დიქტატორული რეჟიმის მორიგ უკანონო ქმედებაზე, დააფიქსიროს პროტესტი და სამოქალაქო პოზიცია, რათა დიდ მეცენატს, მამულიშვილს, დიდ ქართველს დაუბრკოლებლად მიეცეს თავის სამშობლოში დამოუკიდებელი მოღვაწეობის შესაძლებლობა და დაუყოვნებლივ  აღუდგეს კონსტიტუციით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლება.

1. სამოქალაქო მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლე“;

2. ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“;

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;

4. საქართველო პედაგოგთა ასოციაცია;

5. „კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“;

6. საქართველოს მედიკოსთა დაცვის ლიგა;

7. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია და პროგრესი“;

8. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი ეკონომიკური გარემოსთვის“;

9. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი საქართველო“;

10. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი არჩევანი“;

11. ეკომიგრანტთა საერთაშორისო ასოციაცია „ხიხანი აშბა“;

12. შერვაშიძეების საგვარეულო სახლი;

13. დადიანების საგვარეულო სახლი;

14. მოძრაობა „ქალთა ლაშქარი“;

15. უსამართლოდ დათხოვნილ სახელმწიფო მოხელეთა კავშირი;

16. არასამთავრობო ორგანიზაცია „თირკმელი სიცოცხლეა“;

17. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული სახელმწიფოსათვის“;

18. ვეტერან სპორტსმენთა კავშირი;

19. ვეტერან მებრძოლთა კავშირი“

20. სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი.