სამართალი
თავდაცვის სამინისტროდან 150 ვეტერანი დაითხოვეს

veteranebi34თბილისი, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. „თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ სამსახურიდან ვეტერანების გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებს.

როგორც „თავისუფალ ასოციაციათა კავშირის“ თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2011 წლის 7 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ სამსახურიდან 150 ვეტერანი დაითხოვა. მისი თქმით, ვეტერანების გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ 90-იან წლებში ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის აკადემიაში სწავლობდნენ.

ვეტერანების სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს უკანონოს უწოდებს ორგანიზაციის – „ვეტერანები ვეტერანებისთვის“, წარმომადგენელი დავით დავითაშვილიც.