სამართალი
ზუგდიდი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს, მათ შორის, 2011 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. ჭარბი შემოსავლიდან 90 ათასი ლარით იზრდება გარეგანათების ხარჯები, 140 ათასი ლარით კი – „ზუგდიდასუფთავების“ ხარჯები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება 80 ათასი ლარით გაეზარდა შსს-ის სამხარეო სამმართველოს, ხოლო 20 ათასი ლარით – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ადგილობრივ წარმომადგენლობას.