სამართალი
ლაშა ექონიას საქმეზე დაზარალებული დაიკითხა

sasamartlo_2ზუგდიდი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზედაეწერის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა ექონიას საქმის არსებითი განხილვა დიწყო. პოლიციელის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონული პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე 1 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა, ბ, და ე ქვეპუნქტებით არის აღძრული, რაც წამების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. დანაშაული, რომელიც ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად  ჩაიდინა, 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამრთლე რომან ხორვამ მხოლოდ ერთი მოწმე –  დაზარალებული ალექსანდრე სართანია დაკითხა. სართანია სასამართლოს დაწვრილებითთ მოუყვა 25 ივნისს ლაშა ექონიას მიერ მისი ცემის და წამების შესახებ. პროკურორის კითხვაზე, „იყო თუ არა ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი, ის ვინც მას სცემდა“, დაზარალებულმა დადებითი პასუხი გასცა და ისიც აღნიშნა, რომ მისი სახე არასოდეს დაავიწყდება, რადგან ცემისგან სიკვდილის პირას მიიყვანა.

ლაშა ექონიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე წლის 19 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა. სწორედ მაშინ დაკითხავენ დაზარალებულის დედას მადონა ხვიჩიას.
შეგახსენებთ, რომ საქინფორმი უკვე წერდა ამ საქმის პრეისტორიის შესახებ. კერძოდ, 2011 წლის 25 ივნისს მოქალაქე ალექსანდრე სართანია პოლიცილემა ლაშა ექონიამ, ორ პოლიციელტან ერთად, ეჭვიანობის ნიადაგზე სახლიდან გაიყვანა და ზედაეწერის ტყეში უმოწყალედ სცემა, შემდეგ მანქანაში ჩატენა და კოლხიდას ტყეში ცოცხალმკვდარი მიაგდო. ლაშა ექონიას ცოლი ალექსანდრე სართანიას სტომატოლოგი იყო. დაზარალებული მხარის ცნობით, პაციენტმა მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით კლინიკაში ვიზიტის დრო შეუთანხმა. სწორედ ამ სატელეფონო შეტყობინების გამო იეჭვიანა ლაშა ექონიამ.
თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა.