პოლიტიკა
თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასა და ფიგურასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათ შორის, პირველი, ვინც ამ საკითხზე ბიზნესმენს შეხვდა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლდერი ირაკლი ალასანია გახლდათ.
გუშინვე საღამოს კი, ბიზნესმენისავე მიწვევით, ივანიშვილს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი და ეროვნული კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი შეხვდნენ. როგორც საქინფორმს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებს შორის საუბარი ორ საათს გაგრძელდა; მომზადდა ნიადაგი პოლიტიკური კონსულტაციების დასაწყებად ბიძინა ივანიშვილსა და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის.