საზოგადოება
სამომხმარებლო ფასების რეგისტრაცია დაიწყო

samomxmarebloთბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოქტომბრის  ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. 10-20 ოქტომბერს სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება. ფასებს ფასების 20 რეგისტრატორი დააკვირდება საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.

კვლევის მიზანი 2011 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ოქტომბრის  ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდება.