პოლიტიკა
ჭაბუა ამირეჯიბი ივანიშვილს მხარს უჭერს

Wabuaთბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. იგი ღია წერილში ბიზნესმენს ინტელიგენციის დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ჭაბუა ამირეჯიბი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ქართველი ერის ხსნა და მომავალი განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა.

„ვინ ყოფილხართ, რა გონიერების, ცხოველმოსილებისა და გამჭრიახობის მქონე ადამიანი და მოღვაწე ბრძანებულხართ! ქართველი ერის იმ ნაწილმა, ვინც თქვენს განცხადებას გაეცნო და თქვენი უკვე ნაღვაწი იხილა, შეიძინა რწმენა, რომ ხვალინდელ დღეს შემდგომი არსებობისა და განვითარების პერსპექტივა გააჩნია. თქვენი უკეთილესი განზრახვები იხსნის ჩვენს ერს საბოლოო განადგურებისგან და თავს უფლებას ვაძლევ, განვაცხადო, რომ სიხარულითა და სიამაყით ვუერთდები ბატონ ბიძინა ივანიშვილის გრანდიოზულ წამოწყებას და უწინდელივით ვიბრძოლებ ახლა უკვე თქვენთან ერთად! ვამთავრებ ამ მიმართვას, ჩემი სიცოცხლისა და გამოცდილების ლოზუნგით – ჭკუით, ქართველებო! არ აჰყვეთ ჩვენი ერის მტრების, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღმრთივ შთაგონებული განზრახვის ხელისშემშლელ პოზიციას!“ – აღნიშნულია ჭაბუა ამირეჯიბის ღია წერილში.