საზოგადოება
კონკურსში მონაწილეობა წელს 195 ქართველმა და უცხოელმა არქიტექტორმა (დანია, ლიტვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთი, გერმანია, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, ინდოეთი) 248 ნამუშევრით მიიღო. 17 სექტემბერს საკონკურსო ნამუშევრების მიღება შეწყდა. გამარჯვებული პროექტები და ავტორები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მათ პრემიის სიმბოლო – მცირე ფორმის სკულპტურა, ლაურეატის დიპლომი, ჟიურის პრემია და პროექტის მხარდამჭერისა და სპონსორის პრემია გადაეცათ.
„არქიტექტურული პრემია – 2011“-ის ნომინაციაში – „წლის საუკეთესო შენობა-ნაგებობა“ (იუსტიციის სამინისტრო, „სოკარის“ სათავო ოფისი) ორი გამარჯვებული თბილისის ვიცე-მერმა დავით ნინიძემ დააჯილდოვა.