საზოგადოება
თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. 7-10 ოქტომბერს დუბროვნიკში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2012 წლის 11-14 მაისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ფორუმი ბათუმში ჩატარდება.
ფორუმის ძირითადი თემა რეგიონული ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება და წინასწარი ინფორმაციით, ეუთოს წევრი 56 ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბათუმში ჩატარების შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და ეუთოს ხელმძღვანელობის შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული, რომელზეც მხარეები ფორუმის საორგანიზაციო საკითხებსა და სხვა დეტალებზეც შეთანხმდნენ.