პოლიტიკა
ფორუმი „დემოკრატიის მომავლისთვის“ კვიპროსში

forum22თბილისი, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ევროპის საბჭოს ფორუმი „დემოკრატიის მომავლისთვის“ იხსნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მასში მონაწილეობას ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებენ. საქართველოს მხრიდან მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე დაესწრება.

შეხვედრის თემაა სამოქალაქო დიალოგისა და ჩართულობის გზით დემოკრატიის განმტკიცება.

ფორუმი 14 ოქტომბერს დაიხურება.