სამართალი
ზუგდიდელი სტუდენტები სამგზავრო შეღავათს ითხოვენ

avtobusiii2ზუგდიდი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. სტუდენტები ზუგდიდში მუნიციპალურ ავტობუსზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ. როგორც შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ესმა გაბისონიამ საქინფორმს განუცხადა, ავტობუსებზე შეღავათის შემოღების თხოვნით წერილობითი განცხადება არაერთხელ შეიტანეს ზუგდიდის საკრებულოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში, თუმცა მათ განცხადებას არავინ გამოხმაურებია. როგორც გაბისონია ამბობს, სტუდენტებს ყოველდღიურად გზის ხარჯის გადახდა უჭირთ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს, მითუმეტეს, როცა მსგავსი შეღავათებით თბილისელი სტუდენტები სარგებლობენ.

ესმა გაბისონიას მოთხოვნაზე  ზუგდიდის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გელა თოლორაიამ განაცხდა: „მუნიციპალურ ავტობუსებზე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის შეღავათის დაწესება ზუგდიდის ბიუჯეტს ჯერჯერობით არ შეუძლია“. მისივე განცხადებით, ბიუჯეტს შეღავათები 150-160 ათასი ლარი დაუჯდება.

ზუგდიდში სულ  5 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა კი ქალაქის ტერიტორიაზე 40 თეთრს შეადგენს, სოფლებიდან კი – 1,5 ლარამდე.