საზოგადოება
ივანიშვილის პირადი ადვოკატი ბესელია იქნება

biZina-1თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი კამპანიის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – ხელმძღვანელი ეკა ბესელია ცნობილმა ბიზნესმენმა  ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინათ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, პირად ადვოკატად აიყვანა. ამ ფაქტს თავად ბესელიაც ადასტურებს.

„ორშაბათს (10 ოქტომბერს) შედგა ჩვენი შეხვედრა მისი თხოვნით და ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ მე მისი პირადი ადვოკატი ვიქნები. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მისი პირადი ადვოკატი ვიქნები. დანარჩენზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – განაცხადა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ ბესელია სამუშაოს უკვე შეუდგა – დღეისთვის ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ადვოკატი სპეციალურ განცხადებას ამზადებს, რომელსაც საქინფორმი დღის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ.