პოლიტიკა
თბილისი, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, გუშინ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (მათ შორის, საქინფორმის მეშვეობითაც) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო: „საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“.