საზოგადოება
რუსთაველის თეატრის მმართველად ნუგზარ წიკლაურს ნიშნავენ?!

ciklauri1თბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც სოციალურ ქსელ „Fasebook“-ში ვრცელდება ინფორმაცია, რუსთაველის თეატრის მმართველად საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ ნუგზარ წიკლაურს ნიშნავენ.

რობერტ სტურუა ამის შესახებ წერს: „რუსთაველის თეატრის მმართველად საქართველოს პარლამენტის წევრს, ვინმე წიკლაურს ნიშნავენო...“

თეატრის ამჟამინდელი მმართველი ზაალ ჩიქობავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ელენე კვირცხალიას განცხადებით, ინფორმაცია მცდარია. „სიცრუეა, არ ვიცი, ეს საიდან მოიტანეს. რაც შეეხება სამხატვრო ხელმძრვანელს, ის თეატრს აღარ ეყოლება და იქნება სამხატრო საბჭო, რაზეც მიმდინარეობს შეთანხმება“, – აღნიშნა კვირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანების შედეგად გაათავისუფლეს.