სამართალი
დაიწყო შერჩევითი გამოკვლევის საველე სამუშაოები
saqstattttiთბილისი, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს აცნობებს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის 2011 წლის III კვარტლის საველე სამუშაოები დაიწყო. გამოკვლევა ხორციელდება შემთხვევით შერჩეულ (სულ დაახლოებით 5000) სასოფლო მეურნეობაზე დაყრდნობით. აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი  მიიღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის სხვადასხვა მაჩვენებელს 2011 წლის III კვარტლისათვის. ესენია: მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების წარმოება (ხორცი, რძე, კვერცხი), ასევე, მონაცემებს პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ.