პოლიტიკა
"მე მხარს დავუჭერ წევრობის ერთიანი სამოქმედო გეგმის მინიჭებას საქართველოსთვის ჩიკაგოში 2012 წლის სამიტზე. ნატო-ს გაფართოების პროცესმა ისტორიული წარმატება მოგვიტანა სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანამშრომლობისა და საერთო მიზნების მიღწევის პროცესში მთელ ევროპაში, რომელიც თავისუფალი და ერთიანია", - ნათქვამია ტერნერის განცხადებაში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს სენატმა დაიწყო რეზოლუციის განხილვა, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ინიციატივას შეეხება. ტერნერი მოუწოდებს ნატო-ს ყველა წევრს, ასეთივე ნაბიჯის გადადგმისკენ, რათა ხელი შეეწყოს საქართველოსთან სავაჭრო კავშირების გამყარებას.