საზოგადოება
თბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისობის დღესასწაულზე ჯანსუღ კახიძის ბაღის შესასვლელში, იმ ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე ცნობილი ქართული ანსამბლის – „სუხიშვილების“ ხელმძღვანელები მუშაობდნენ, ბრინჯაოში ჩამოსხმული ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლზე ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელი ოთხი წლის განმავლოვაში მუშაობდა. ძეგლის დასამონტაჟებელი სამუშაოები თბილისის მერიამ განახორციელა.