სამართალი
ნინოწმინდა, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინოწმინდაში თურქეთის საზღვართან ახლომდებარე საძოვრებიდან 65 მსხვილფეხა პირუტყვი დაიკარგა. მწყემსების თქმით, შემთხვევა დღეს – 2011 წლის 10 ოქტომბერს, გამთენიისას, მოხდა.
დილით საძოვარზე გასულ მწყემსებს 128 სულიდან მხოლოდ 63 დახვდათ. მათ მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს უკვე შეატყობინეს. ერთ -ერთი ვერსიით, მოპარული პირუტყვი საზღვარზე ჯერ არ გადაუყვანიათ. მწყემსების თქმით, მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. როგორც ისინი აცხადებენ, ზარალი 70 ათას ლარზე მეტს შეადგენს.