საზოგადოება
ბურჯანაძის პარტია ივანიშვილის განცხადებას მიესალმება

burdzanadzeeeeთბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება.

„ქვეყნის ამ ძნელბედობის ჟამს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება – ჩაებას სააკაშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისათვის შეურიგებელ და რეალურ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია. „დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება მის განცხადებას, მით უფრო, რომ მასში დაფიქსირებული ქვეყნის მდგომარეობის ადეკვატური აღქმა, წარსულის ანალიზი და უახლოეს მომავალში რადიკალური ცვლილებების გარდაუვალი აუცილებლობა, სრულად ემთხვევა ჩვენ მიერ წლების მანძილზე დეკლარირებულ პოზიციას“, – აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.