აქტუალური
მიმოქცევაში ათლარიანი მონეტები შემოდის

atlarianiთბილისი, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულ  ბანკს მიმოქცევაში ათლარიანი მონეტები შემოაქვს.

საქართველოს ეროვნული ბანკი შეახსენებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომ ანგარიშსწორების პროცესში, ლარის ბანკნოტების/მონეტების ვარგისობის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეუფერხებლად მიიღოს 10 ლარის ღირსების ბიმეტალური მონეტები და მოახდინოს აღნიშნული ერთეულით ანგარიშსწორება 10-ლარიანი ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

10 ლარის ღირსების ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიძღვნილია ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღებისადმი, დამზადებულია 2000 წელს, მაგრამ აქამდე არ გამოიყენებოდა საბანკო და სავაჭრო ობიექტებში.

ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი. ორივე მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia“ და „Ten Lari“, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.