სამართალი
თბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა წერილობით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას – პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარტიის მიერ რუსეთთან ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მოლაპარაკებათა თაობაზე და აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან.