სამართალი
გალის რაიონის სოფელ რეფის მკვიდრი კლარა ხვიჩია ამბობს, რომ დაპირების მიუხედავად, ძირითად პრობლემად კვლავ საზღვრის გადაკვეთა რჩება, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას ე.წ. საშვი, მისი სიძვირის გამო არ გააჩნია და სამეგრელოში გადმოსვლა შემოვლითი გზებით უწევს.
გალის რაიონის სოფელ ბედიის მკვიდრი გუძია ბაღბაიას განცხადებით კი მიკროავტობუსით მგზავრობა გალიდან ზუგდიდამდე და პირიქით 40 ლარი უჯდება, რის გამოც მოსახლეობა ზუგდიდში ისე ხშირად ვერ გადმოდის, როგორც მანამდე.