სამართალი
აქცია რეფერალურ საავადმყოფოსთან

aqciaa777თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის რეფერალურ საავადმყოფოსთან სამედიცინო პერსონალის აქცია მიმდინარეობს. დაახლოებით, 100 ექიმი და ექთანი კუთვნილ შრომის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგ (აპრილიდან) არ აუღიათ.

საავადმყოფოს პერსონალი ამბობს, რომ ეს აქცია მცდელობაა, ხმა მიაწვდინონ საავადმყოფოს პოლონელ მფლობელ მაჩეი იარანოვსკის, რომელიც, მათივე განმარტებით, აქციათა 51%-ს ფლობს (დანარჩენ 49%-ს – ნოდარ კევლიშვილი და ლევან ჭილღვავა).

აქციაში მონაწილეობენ სამსახურიდან განთავისუფლებული ექიმებიც, რომლებიც სამსახურში აღდგენას ითხოვენ. „სრულიად უსამართლოდ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაგვათავისუფლეს“, – ამბობს ექიმი მაია ხუჯაძე ამბულატორიის განყოფილებიდან.

აქციის მონაწილეები სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ.