სამართალი
თბილისი, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ავრცელებს განცხადებას, რუსთავის №6 დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ლაშა კვანტალიანმა პირი ამოიკერა და შიმშილობს.
როგორც პატიმრებმა აცნობეს მოძრაობას, ამ ფორმით კვანტალიანი ითხოვს გადაუდებელ სამედიცინო გამოკვლევას, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის აღკვეთას და გამოძიებას, უფლებადამცველების მხრიდან შესაბამის რეაგირებას და მონახულებას რუსთავის №6 დაწესებულებაში. პატიმრები საუბრობენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზეც.