პუბლიკაციები
„განათლებას რუსეთისაგან კი არა, საქართველოს ხელისუფლებისაგან სჭირდება დაცვა!“

cacanasvili---axali

მკითხველს ვაცნობებთ, რომ 2011 წლის 15 აგვისტოს საქინფორმისათვის მიცემულ მარიამ ცაცანაშვილის ინტერვიუს – „საქართველოში ინგლისური ენის დამკვიდრებასთან ერთად, რუსული უფრო მეტად განმტკიცდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თუ შენს მოქალაქეებს აზრი ვერ გააგებინე და ვერც მათი გაიგე, რა პოლიტიკით უნდა გაამართლო ეს?!“ –  რედაქციაში უამრავი სატელეფონო ზარი და საფოსტო გზავნილი მოჰყვა. მკითხველთა ფართო აუდიტორიამ საინტერესო კითხვები დაუსვა ქალბატონ მარიამს.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველთა თხოვნით გთავაზობთ ინტერვიუს გაგრძელებას მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტთან, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსთან, ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველ მარიამ ცაცანაშვილთან, რომელიც ძირითადად სწორედ მკითხველთა კითხვებზეა აგებული.

ქალბატონო მარიამ, კომუნისტები პროფესიონალიზმსა და ცოდნას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. მხოლოდ მენეჯმენტის (მართვისა) და კომპიუტერის ცოდნა ამა თუ იმ დარგის სრულფასოვან ცოდნას ვერ უზრუნველყოფს. პროფესიონალი კადრების სიმცირემ ქვეყნის უკვე არაერთი დარგი მიიყვანა კატასტროფის პირას. ავიღოთ თავდაცვა, განათლების სისტემა, სოფლის მეურნეობა, გეოლოგია, ეკოლოგია და ნებისმიერი დარგი. ყველგან არაპროფესიონალი და საზღვარგარეთ ორ-სამთვიან კურსებგავლილი ახალგაზრდები მართავენ. ახალგაზრდული ბუნებიდან გამომდინარეგართობისა და დროსტარების სიყვარულიც თავისას შვება და სახელმწიფო ბიუჯეტიც, უმეტესწილად, ამათი ახალგაზრდული გართობებისა და



E-mail: saqinform@mail.ru