პოლიტიკა
დონალდ ტრამპი: აშშ უკრაინის ომზე დიდ ფულს შოულობს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. „უკრაინაში ომი ჩვენზე არ მოქმედებს. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამაზე დიდ ფულს ვშოულობთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის შეიარაღებას შეერთებული შტატებისგან ყოველგვარი ფასდაკლების გარეშე ყიდულობს.

„უკრაინაში ომი ჩვენზე არ მოქმედებს. ჩვენ სამხედრო ტექნიკას ევროკავშირს ვყიდით. ისინი მას ისე იყენებენ, როგორც საჭიროდ მიაჩნიათ. ვფიქრობ, დიდ ნაწილს უკრაინას გადასცემენ, მაგრამ ჩვენ ვყიდით. ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გადასცა. ახლა ამ ყველაფრის წყალობით ისინი შესანიშნავად იბრძვიან. ისინი იბრძვიან, რადგან ვიღაცამ უნდა გამოიყენოს სამხედრო ტექნიკა. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ტექნიკა გვაქვს. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს იგი. ეს სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. ჩვენზე ეს არ მოქმედებს. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სრულ ღირებულებას ვიღებთ. ჩვენ ფასდაკლებებს არ ვაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამაზე დიდ ფულს ვშოულობთ. ჩემთვის სულერთია. მე ეს არ მინდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ლიდერსა და უკრაინის პრეზიდენტს ერთმანეთი სძულთ, მაშინ როცა თავად ტრამპს ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ იმ დროს მას რომ სჭეროდა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი, ომი არასოდეს დაიწყებოდა.

„მათ საერთო ენა უნდა გამონახონ. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი სძულს, მაგრამ მათ შეთანხმება სჭირდებათ. ამიტომ მე ორივესთან ვპოულობ საერთო ენას. ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყი, არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და პრეზიდენტად დავრჩენილიყავი, ეს ომი არასოდეს იქნებოდა და რაიმე შეთანხმების დადებაც კი არ დამჭირდებოდა. ეს არ მოხდებოდა არც ჩემს პირველ ვადაში და არც მის შემდეგ. ეს ჩემი წასვლიდან სამ-ოთხ თვეში მოხდა. მე ვთქვი: „აი, ეს ბიჭები ამის გაკეთებას აპირებენ“. ამას ვერ ვიჯერებდი. ბევრი ცუდი რამ ითქვა. ბევრი სისულელე ითქვა და ახლა, სავარაუდოდ, ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად სამხედრო მოსამსახურეები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.