საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მ. ი. გალუზინი შეხვდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გ. ზურაბაშვილს, განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის ფარგლებში.
გაიმართა საფუძვლიანი აზრთა გაცვლა ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე აქცენტირებით. მიღწეულ იქნა რიგი პრაქტიკული შეთანხმებები.
განხილულ იქნა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა.
ორივე დელეგაციის ხელმძღვანელებმა მადლიერება გამოხატეს ბელარუსული მხარის მიმართ რუსულ-ქართული შეხვედრის ორგანიზებაში ხელშეწყობისთვის.
შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.