სამართალი
ქართველი კრიმინალი ბრიტანეთის ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაშია

damnashaveთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრიტანულმა პოლიციამ 14 ყველაზე საშიში დამნაშავის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ბრიტანეთში იმალებიან. ამ სიაში 33 წლის ქართველი კრიმინალი ტატო კაკაურიძეც მოხვდა. კაკაურიძე მკვლელობის ბრალდებით იძებნება, თუმცა დანაშაულის გარემოებებზე ბრიტანეთის პოლიცია მონაცემებს არ ფლობს. როგორც სკოტლანდ-იარდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ის ქალაქ ლიდს და მის შემოგარენს აფარებს თავს.

ბრიტანეთის პოლიცია საზოგადოებას მოუწოდებს, მიაწოდოს ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული 14 დამნაშავის დაკავებაში დაეხმარება. „ძებნილები ძალიან საშიშები არიან და ჯობს, მათ არ მიუახლოვდეთ, არც დამოუკიდებლად სცადოთ მათთან გამკლავება. შეგვატყობინეთ მათი ადგილსამყოფელი ან საინტერესო დეტალები, რაც მუშაობაში დაგვეხმარება“, – მოუწოდებს მოსახლეობას სკოტლანდ-იარდის დეტექტივი პიტ რენსი.

აღსანიშნავია, რომ ძებნილებს, რომელთაგან 6 პოლონელია, 4 რუმინელი, დანარჩენები კი ალბანეთის, იტალიისა და ავსტრალიის მოქალაქეები, ბრალად მძიმე დანაშაულებები – მკვლელობა, გაუპატიურება და შეიარაღებული ძარცვა ედებათ.