უცხოეთი
აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მომლაპარაკებელთა ჯგუფის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლები რუსულ ენაზე საუბრობდნენ.

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებები თითქმის 4 საათი გაგრძელდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

სამმხრივი მოლაპარაკებები ადგილობრივი დროით 12:12 საათზე დაიწყო. 14:00 საათზე მცირე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დელეგაციებმა შეხვედრა გააგრძელეს.

მომლაპარაკებელთა ჯგუფის წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლები რუსულ ენაზე საუბრობდნენ.

„უკრაინა და რუსეთი რუსულად ურთიერთობდნენ“, - განაცხადა წყარომ კითხვის პასუხად თუ რა ენაზე საუბრობდნენ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მონაწილეები.

წყაროს ინფორმაციით, ოთხშაბათს სამმხრივი მოლაპარაკებები „აუცილებლად გაგრძელდება".

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სამმხრივი შეხვედრა ორ დღეს - 10 და 11 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მედიის ცნობით, განსახილველი მთავარი თემა კონტინენტური უსაფრთხოების ახალი სისტემის ფორმირების საკვანძო ასპექტებია. ამასთან, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება უფრო ფართო დისკუსიის მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტი იქნება და არა მოლაპარაკებების ერთადერთი საგანი.

sputnik-georgia.com